UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ. ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი Twitter-ზე წერს.

„რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ეს ქმედებები UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს ეწინააღმდეგება.

როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა, მოვუწოდო ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს, შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას წევრობა UNWTO-ს წესდების შესაბამისად“, - წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი.