უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა.
სხვა დეტალებს ზელენსკი არ ავრცელებს. მანამდე, კიევმა უარყო მოლაპარაკებების შესაძლებლობა ბელორუსში, რასაც მას რუსეთი სთავაზობს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან არ დააესხმებოდა თავს.