იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

იტალიამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცის დახურვა გადაწყვიტა. განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა კვირას და შეუერთდა ევროპის ქვეყნების რიგს, მათ შორის ბრიტანეთს და გერმანიას, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იგივე ზომები მიიღეს.