უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს:
- შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელორუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილზე დარჩება.