ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
გასული კვირის პარასკევს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
ჯერ უცნობია,ჩაიტარებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID19-ის ვაქცინაციას. ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ვაქცინის მიღებას „შესაბამის დროს“. დონალდ და მელანია ტრამპები კორონავირუსისგან ოქტომბერში გამოჯანმრთელდნენ.