„გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი“ - ამის შესახებ ინფორმაცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" Facebook-ის გვერდზე გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.
პარტიის განცხადებით, ეს არის დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს.გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში.
პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.
დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება“, - წერია პარტიის განცხადებაში.