თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters

NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.

„ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან.

მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან.

24 თებერვალს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა.

Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს.


ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია