ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

„შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ეროდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ ანკარა ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ცნობისთვის, თურქეთი გაზის იმპორტის ერთ მესამედს რუსეთიდან აწარმოებს.


ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს

25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“.

უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა.

Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს.

„მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.