უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა.
Reuters-ის თანახმად, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს.
მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში.
„მას შემდეგ, რაც უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობა დაიწყო, თურქი ოფიციალური პირები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მონტრეს კონვენცია ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია, როგორც NATO-ს მოკავშირე, თუ რუსეთი შეიჭრება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ანკარამ ხომალდების გავლის შესახებ აშშ-ის თხოვნა უარყო“, - წერს Reuters-ი.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს