უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს