სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა. 
 
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.
 
"ხაზი გავუსვი სრუალიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს", - წერს ზურაბიშვილი.
 
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.