აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

22 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ და განმარტა, რომ ეს სანქციების პირველი პაკეტია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონის „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება.

შედეგად, სრულ ბლოკადაში მოექა რუსეთის ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი: VEB-სა და მათი სამხედრო ბანკი. დაწესდა ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოწყდა. კერძოდ, რუსეთის მთავრობა ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ამერიკულ თუ ევროპულ ბაზრებზე. სანქციები შეეხოთ რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს.

  • კონკრეტულად ვინ შედის სანქცირებულთა სიაში, Europetime-მა ინფორმცია სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა.


მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხუთ გემსაც შეეხება. ესენია:

Baltic Leader სატვირთო გემი (IMO: 9220639), Linda (IMO: 9256858) და Pegas (IMO: 9256860 ნედლი ნავთობის ტანკერები), ასევე Fesco Magadan (IMO: 9287699) და Fesco Moneron 29 (IMO: საკონტეინერო გემები.

რაც შეეხებათ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, სიაში პირველია დენის ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი.

დენის ბორტნიკოვი ამჟამად არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის ვითიბი ბანკის საჯარო სააქციო საზოგადოების (ვითიბი ბანკი) პრეზიდენტის მოადგილე და ვითიბი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

2. PSB ბანკის თავმჯდომარე პეტრო ფრადკოვი; რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი. 

3. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირილენკოს ვაჟი ვლადიმერ კირილენკო.

ვლადიმირ კირილენკო ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია, Rostelecom-ში და ამჟამად არის რუსეთის მთავარი სოციალური სოციალური მედიის პლატფორმის, VKontakte-ს მფლობელი კომპანიის, VK Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.