უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა

"ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა. ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, ატარებს იარაღსა და ჯავშანტექნიკას", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი წერს.
 
"ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა. მათ საბოლოოდ გააანალიზეს ეს. ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, ატარებს იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფოთა წრე, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. მისი მასშტაბები გაიზარდა. ევროპამ უკვე გადასცა დროებითი თავშესაფარი ათიათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა - ჩვენს პატარებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე.
 
ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს საზღვრები დასავლეთში. მაგრამ მხარდაჭერა არის როგორც სამხრეთში, ასევე შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტიკის უკან. ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა ტირანისთვის დამორჩილებაზე. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ! უკრაინა გაიმარჯვებს !" -  წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
 
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.