ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის საპასუხოდ მიიღეს, საბერძნეთმა ყველა რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
საბერძნეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო საფრენი აპარატებისთვისაც.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან