დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
ასევე წაიკითხეთ: