უკრაინა-ბელორუსის საზღვართან უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.
დღეს უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან