უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები: უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინზე ებრძოდნენ, ტყვეობაში არიან

უკრაინა რუსეთისგან უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინთან რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული საზღვაო ქვეითები და მესაზღვრეები, რომელთა დაღუპვის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ცოცხლები არიან. უკრაინა მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გავლენა მოახდინონ რუსეთზე ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად. 

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ რუსული მედია ამ ამბის ინტერპრეტაციას იმგვარად, თითქოს „უკრაინის ხელისუფლებამ დაივიწყა და დაკრძალა თავისი ქვეშევრდომები“.


რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი