საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო განიხილეს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ.
"კლევერლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ იაზრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზარდი საფრთხეების ფონზე, ქვეყანა მარტო არ არის. მან ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ: