ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ FIFA-მ და ევროპის მმართველი ორგანომ UEFA-მ შეაჩერეს რუსული კლუბების და ეროვნული გუნდების მონაწილეობა ყველა შეჯიბრში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აეკრძალა.