უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უკრაინის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება Twitter-ზე გააზიარა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.

„გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის, საქართველო და უკრაინა ერთად“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.


პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას