ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

ცნობისთვის, 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.