საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 612 319.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის - 25.18% ხოლო 7 დღის - 20.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა - 362, იმერეთი - 1 226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი - 446, გურია - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506, კახეთი - 542, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც, 4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 137, აჭარაში - 418, იმერეთში - 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 105, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პაციენტი,  მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 34, იმერეთში - 23. 78 451 ადამიანი სახლში მკურნალობს.