WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით:
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის 33 ქვეყანაში 60+ ასაკის 470,000 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების დაახლოებით 10-20% აღენიშნება პოსტკოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი.
საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის 43% განიცდის შფოთვის მნიშვნელოვან დონეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედ-პერსონალის დაახლოებით 40% აკმაყოფილებს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკურ ზღვარს.
2021 წლის იანვრიდან მარტამდე, WHO-ს ევროპის რეგიონის ყოველი 3 ქვეყნიდან 1-ში აღინიშნა შეფერხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისის მიწოდების მხრივ. კიბოს სკრინინგი ყველაზე მეტად შეფერხებულ სერვისებს შორისაა.
პანდემიამ, გაანულა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 2021 წლის ბოლოსთვის WHO-ს ევროპის რეგიონში სიღარიბის დღიურ ზღვარს (5,50 აშშ დოლარი) მიღმა აღმოჩნდა დამატებით 4,3 მილიონი ადამიანი.