„თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, - მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას კომიკური უწოდა.
„ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს ამ პარლამენტში უფლებამოსილება შესაწყვეტი, ეს არის ზუსტად ეს ხალხი ერთი მარტივი მიზეზის გამო. მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენი თითოეული ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან