თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განიხილეს. განხილვის თემა უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც იყო.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად.
ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი არ გაწყვეტს მის კავშირებს რუსეთთან ან უკრაინასთან და რომ ანკარა აამოქმედებს მონტრეს პაქტს ომის მომავალი ესკალაციის პრევენციისთვის.