სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ დოლარს გადასცემს.
CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინას დახმარება, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიეწოდება.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კონტრიბუციას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.