ამირან გამყრელიძე: ვაქცინის გარკვეული დოზის ადრე მისაღებად, საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს

საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე ცდილობს, სწრაფად მიიღოს ის ვაქცინები, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სერთიფიცირებას გაუკეთებს.

ამირან გამყრელიძემ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგესა და მისი მოადგილის სტუმრობა შეაფასა.

„საქართველოში კლუგეს პირველი ვიზიტია მისი დირექტორად არჩევის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რამეთუ უკვე შემუშავებულია ევროპის რეგიონის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომავალი 5 წლიანი პროგრამა, ქვეყნებთან მუშაობის სტრატეგია. აქედან გამომდინარე, შეხვედრები მაღალ დონეზე იმართება. ის ხვდება ქვეყნის პირველ პირებს, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.

დღეს ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იყო.

ჯანმრთელოების მსოფლიო ორგანიაციასთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ბევრი პროგრამა დაავადებათა კონტოლის ეროვნულ ცენტრში მათი მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ხორციელდება. მათ გავაცანით ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ის ხედვები, რაც გვაქვს ინფექციურ დაავადებათა, ეპიდზედამხევველობის, ერთიანი ლაბორატორიული სისტემის, არაგადამდები დაავადებების მონიტორინგის, გარემოს და ჯანმრთელებოს პრობლემებზე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდის საკითხებზე და კოვიდთან ბრძოლაში დაავადებათა ცენტრის როლზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პერსპექტივას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.