იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც Deutsche Welle წერს, განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიაში მოხვდნენ - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, გენშტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.
ასევე წაიკითხეთ:
ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს