პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინულ ენაზე გამომსვლელ დეპუტატს ქართულად საუბრისკენ მოუწოდა

"პარლამენტში სამუშაო ენა არის ქართული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სხვა შემთხვევაშიც და ზოგადად, ქართულად უნდა დააფიქსიროთ საკუთარი აზრი", - ამის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დავით ხაჯიშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე სიტყვით უკრაინულად გამოვიდა.

„ბატონო დავით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა მოგმართოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და ამიტომ, თუ გსურთ, დააფიქსიროთ პატივისცემა სხვა სახელმწიფოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ საკუთარ სახელმწიფოს და სახელმწიფო ენას. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ენა არის ქართული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სხვა შემთხვევაშიც და ზოგადად, ქართულად უნდა მიმართოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა