„ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე. ზუსტად თქვნნაირები ვართ. ასე რომ, თქვენც დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს ვიდეოზარის მეშვეობით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და თავისუფლებისთვის.
- უკრაინამ უკვე დაამტკიცა მისი სიძლიერე, ახლა ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის უკრაინის გვერდითაა. თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ეს არის ჩვენი ყველაზე მაღალი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრები.
ევროპარლამენტში, ზელენსკის სიტყვის შემდეგ ფეხზე წამოდგენენ და ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდნენ.