ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ევროკავშირი მზადაა, საქართველოს თანამშრომლობა გააძლიეროს.
„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად შევხვდი. ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.