ჯიმ რიში: შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ წევრი ჯიმ რიში „იმედგაცრუებულია, რომ საქართველო უკრაინას მხარს არ დაუჭერს“. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა.

„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - აღნიშნავს რიში.


ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია