ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს

SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი ითიშება. ევროკავშორმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა.

SWIFT-დან შემდეგი ბანკები: VTB-ს, Bank Otkritie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Rossiya Bank-ს, Sovcombank-სა და Vnesheconombank-ს (VEB) SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ.

სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური.