თეგი: SWIFT

ზელენსკი პარტნიორებს: გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას ითხოვს. „ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი. განვიხილეთ ყველა დეტალი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკი: მაკრონმა მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონმა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას და პერსონალური სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „ახლახან ვესაუბრე ემანუელ მაკრონს. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენთან ერთად არის ყველაზე რთულ მომენტებში. მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას და თავდაცვის იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“. წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. 25 თებერვალს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემიდან რუსეთის გათიშვას ითხოვს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას. „ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს - უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება და აღჭურვილობა მიეწოდება. უკვე გვაქვს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მზაობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის თაობაზე. იმედია, გერმანიასა და უნგრეთს ეყოფათ სიმამაცე, მხარი დაუჭირონ ამ გადაწვეტილებას“, - განაცხადა ზელენსკიმ. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ

გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

დმიტრო კულებას თქმით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას. „კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის დასაცავად რუსი დამპყრობლებისგან“, – წერს კულება Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა    

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაზე სანქცირებული რუსული ბანკების წვდომა დაბლოკონ. ზომები მიზნად ისახავს, პუტინს შეეზღუდოს 630 მილიარდი დოლარის გამოყენება ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, რათა რუბლის გაუფასურება შეაკავოს. ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სანქცირებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან. „გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.   ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად.   მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად - მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად.   ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების პაკეტს კვირას საღამოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილავენ, რაც მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხე შეკრება იქნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება გადაწყვიტა რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან. ევროკავშირი გეგმავს, რუს ოლიგარქებს აუკრძალოს ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე. „როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ რუსეთისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება. ხარჯები, რომლებიც რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას მოახდენს საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს. „ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინული დიპლომატიის მიღწევებს გაუსვა ხაზი. ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური ვერტიკალი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული. კულებას თქმით, ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.    უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას აქტიურად ითხოვდა, თუმცა პარტნიორებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ.   „ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 24 თებერვალს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან საუბრისას, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნგრეთი რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს უჭერს. ასევე, კვიპროსი თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას: ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან. უფრო ადრე, კულება წერდა: ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა მოიკვეთოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში მათი ხელიც ურევია. წყაროები ევროკავშირიდან ანონიმურობის პირობით უზიარებენ ინფორმაციას საერთაშორისო მედიას, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებდა ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ შიშობდა, რომ მას არ შეეძლო, იზოლირებულად ემოქმედა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რუსეთს უმკაცრესი სანქციებით მუდმივად ემუქრება, საჯაროდ მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებდა იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნებოდა გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის წინ, ჟურნალისტებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირის ახალ სანქციებში SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემის საკითხის ახლა შეტანის წინააღმდეგია. შოლცი ამტკიცებდა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე განიხილებოდეს.  „ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ზომებზე რომლებიც მომზადდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და დანარჩენს ყველაფერს ვიტოვებთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც საჭირო იქნება სხვა რამის გაკეთებაც“, - განაცხადა შოლცმა, თუმცა SWIFT-ი არ უხსენებია. 25 თებერვალს, ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის ჩახსნის საკითხი, ამავე დროს, შესაძლო შედეგებიც გათვალოს. აშშ-ის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. მისივე აზრით, რუსეთის ჩახსნა SWIFT-დან „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“. „სანქციები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანია, SWIFT-თან შედარებით, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რა არის SWIFT-ი? SWIFT  (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) უსაფრთხო გლობალური შეტყობინებების ქსელია, რომელსაც ბანკებიტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად  იყენებენ. ქსელი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის გადარიცხვაში, რაც  გლობალური ვაჭრობის შეუფერხებლად მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მას იყენებს 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიებზე უსაფრთხო გადახდის მოთხოვნის შესასრულებლად. 2020 წელს, პლატფორმა ტრილიონობით დოლარის გადარიცხვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით, თითქმის 40 მილიონ შეტყობინებას, ყოველდღე იღებდა, რაც SWIFT-ს მსოფლიოში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის შეტყობინებების ქსელად აქცევს.    მთავარი უპირატესობა - პლატფორმაზე გაგზავნილი შეტყობინებები უსაფრთხოდ ითვლება და ეხმარება ბანკებს, სწრაფად დაიცვან გადახდის ინსტრუქციები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს, ყოველდღიურად აწარმოონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები. ბელგიაში დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ზედამხედველობას უწევენ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები. რას ნიშნავს რუსეთისთვის SWIFT-დან ჩამოშორება ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. აკრძალვა გაურთულებს რუსულ ფირმებს და ფიზიკურ პირებს, იმპორტირებული საქონლის ან მათი ექსპორტისთვის გადახდა უზრუნველყონ, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის სექტორს, რომელიც ფულადი სახსრების მიმოქცევის თვალსაზრისით SWIFT-ზეა დამოკიდებული. ეს ასევე შეუზღუდავს რუსებს საზღვარგარეთ ინვესტირების ან სესხის აღების შესაძლებლობას. 2012 წელს, ირანული ბანკების ქსელიდან გამოსვლამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დრამატული ვარდნა ნაწილობრივ განაპირობა. რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა არხები, როგორიცაა ტელეფონები, შეტყობინებების აპლიკაციები ან ელ-ფოსტა, მაგრამ ეს ალტერნატივები არ იქნება ისეთი ეფექტიანი და უსაფრთხო, როგორც SWIFT-ი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები და ტრანზაქციის მოცულობის შემცირება. რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გადახდის შეტყობინებების ქსელი, სახელწოდებით SPFS-ი, სისტემა, რომელიც ახორციელებს შიდა გადახდების დაახლოებით მეხუთედს, SWIFT-თან შედარებით, რაც მას სუსტად წარმოაჩენს. ევროკავშირი და SWIFT-ი ევროკავშირის ეკონომიკა უფრო მეტად არის გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა და ბევრად მეტს დაკარგავს, თუ მოსკოვი SWIFT-ს გამოეთიშება. ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს რუსეთის იმპორტის დაახლოებით 37% ევროკავშირიდან მოდიოდა და მისი ექსპორტის თითქმის 38% ევროკავშირში გადიოდა. ბლოკი დიდწილად ეყრდნობა რუსეთს მისი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის და ქვეყნიდან იღებს გაზის მესამედზე მეტს და ნავთობის დაახლოებით მეოთხედს.  SWIFT-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია? SWIFT-ი საკუთარ თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად ახასიათებს და წინააღმდეგობას უწევს ქვეყნების ქსელიდან ამოღების მოწოდებებს. თუმცა, SWIFT-ი, რომელიც ექვემდებარება ბელგიის კანონმდებლობას, იძულებულია ბელგიის და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირის - რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ტექნიკურად დამოუკიდებელია, შეერთებული შტატები ეფექტიანი გავლენით სარგებლობს, რადგან გადახდის ნაკადების 40%-ზე მეტი სწორედ აშშ დოლარში იმართება. მომზადებულია საერთაშორისო მედიის მიხედვით, Politico, Euronews, BBC, Reuters.

ტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება

ტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახადო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება. ტაივანი გაამკაცრებს ექსპორტს იარაღზე, ორმაგი გამოყენების სიკეთეებსა და ტექნოლოგიებზე. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება, იმ გამონაკლისის გარდა, როცა ამისთვის იარსებებს ლეგიტიმური მიზეზები. „ტაივანმა უკვე დაგმო რუსეთი უკრაინაში მისი შეჭრის გამო მის საერთაშორისო დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთან იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც რუსული ბანკების წინააღმდეგ მიიღება“, - განაცხადა თავის მხრივ პრემიერმა.    

ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს

SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი ითიშება. ევროკავშორმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა. SWIFT-დან შემდეგი ბანკები: VTB-ს, Bank Otkritie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Rossiya Bank-ს, Sovcombank-სა და Vnesheconombank-ს (VEB) SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ. სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური.

სამი უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

Deutsche Welle-ს ცნობით, რუსული ფინანსური ინსტიტუტები Sberbank-ი, Rosselkhozbank-ი და Moscow Credit Bank-ი საერთაშორისო გადახდების უმსხვილეს სისტემა SWIFT-თან გათიშეს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს ზელენსკი პარტნიორებს: გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან ხსენებული საკითხი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში შევიდა და გადაწყვეტილება დღეიდან ძალაშია. 12 მარტიდან ამ ფინანსური შეტყობინებების სისტემამ მომსახურების მიწოდება VTB, FC Otkritie, Promsvyazbank, Sovcombank, Rossiya Bank, Novikombank და სახელმწიფო კორპორაცია VEB-ს შეუწყვიტა. რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.