საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარსდგება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.