რუსეთი უკრაინის მთავარ ქალაქებზე თავდასხმებს აძლიერებს. BBC-ის ცნობით, ბრძოლები მძვინვარებს ჩრდილოეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში. მარიუპოლის მერის თქმით, რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ ტერიტორიებს. მერის ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბოლო 14 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი ტერიტორიების `დაუნდობელი დაბომბვის შედეგად“.
- „საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, არის ბევრი დაჭრილი და სამწუხაროდ, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ქალები, ბავშვები, მოხუცები. უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს“, - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.
ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რომელიც რუსეთის ძალებს ჰყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძული) სეპარატისტული ჯარებისგან.
BBC-ის ცნობით, დნიპროს მატარებლის სადგურზე სასოწარკვეთილი სცენებია, ოჯახებმა დასავლეთისკენ გაქცევა დაიწყეს.
ხარკოვში მაშველები სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებს შორის მცირეწლოვანს ეძებენ. განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა ევგენ ვასილენკომ.
ცნობისთვის, უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ რუსებმა ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.
გაეროს ინფორმაციით, უკრაინა 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.