საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული სიცრუე დაგმო. Reuters-ის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს.
„უკრაინაში NATO-ს ბაზა არ არის. ეს ტყუილია. რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთი თავად აგრესორია. ეს ომი არ არის ნაციზმთან ბრძოლა. ეს ტყუილია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.