კორონავირუსის ახალი შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, დიდი ბრიტანეთის მკვლევარების აზრით, ახალ შტამს ვირუსის პირვანდელ ვარიაცასთან შედარებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.
რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, დიდი ბრიტანეთისგან დისტანცირებას, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ვირუსის შტამის შესახებ. ბევრმა კრიზისის მოსაგვარებლად დააწესა მოგზაურობის აკრძალვები.
შვედეთის მკვლევარებმა ვირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს აპრილში. მათ დააფიქსირეს ვირუსის გენეტიკური მასალის ცვლილება, რაც როგორც ჩანს, ინფექციის გადაცემის სისწრაფეს აორმაგებდა.
მას შემდეგ, გენომში კიდევ მრავალი ვარიაცია აღმოაჩინეს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიაში მოსახლეობას ახალი შტამი წაულას ფერმიდან გადაედო. პარასკევს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მეორე ტალღას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლები თვლიან, რომ კორონავირუსის ახლად აღმოჩენილი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მუტაციების გამო დაავადების სიმძიმე ჯერ კიდევ უცნობია.
იტალია კიდევ ერთი ასეთი ქვეყანაა, სადაც დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა. 20 დეკემბერს, იტალიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინა იმ პირში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გაერთიანებული სამეფოდან.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ქვეყანაში უკვე ცირკულირებს კორონავირუსის სხვა ვარიანტი. ავსტრალიამ ასევე დააფიქსირა ახალი შტამი ქვეყანაში, გაერთიანებული სამეფოდან ჩასულებში.
ევროკავშირი უკვე განიხილავს საპასუხო ზომებს, ბრიტანეთში გამოჩენილი Covid 19-ის ახალ შტამთან გასამკლავებლად
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ შტამზე კოორდინირებული საპასუხო ზომების მისაღებად, ევროკავშირის ოფიციალური პირები დისკუსიას გამართავენ.
გერმანია, საფრანგეთი და იტალია მათ შორის არიან, ვინც დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს შეაჩერებენ. კანადა ასევე ბლოკავს ფრენებს ბრიტანეთიდან.
ესპანეთი, ბრიტანეთისთვის პოპულარული დანიშნულების ადგილი არ კრძალავს ფრენებს დიდი ბრიტანეთიდან და გეგმავს, რომ „ევროკავშირის შეთანხმებულ პასუხს დაელოდოს“.
კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა. „როგორც წესი, ახალი შტამებიდან ნაწილი მალევე ქრება და ნაწილი რჩება. ამ ეტაპზე ბრიტანული ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბელგიაში დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც არის აღმოჩენილი. მოქალაქეების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ ვირუსის მუტაცია ნორმალურია. ვერ დავადასტურებთ, რომ ახალი შტამი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს და რაც მთავარია, ვაქცინა იქნება ეფექტიანი ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა სტივენ ვან გუხტმა.
მსოფლიო რომელმა ქვეყნებმა მიიღეს საპასუხო ზომები?
საფრანგეთმა შეაჩერა ყველა სამგზავრო კავშირი, სატვირთო სატვირთო მანქანების ჩათვლით, დიდ ბრიტანეთთან, 20 დეკემბრის შუაღამიდან. 48 საათის განმავლობაში.
Eurotunnel-მა (ბრიტანეთის და ევროპის კონტინენტის დამაკავშირებელი გვირაბი) განაცხადა, რომ შეაჩერებს მისი ტერმინალის მოძრაობას.
დანიამ შეაჩერა ფრენები დიდი ბრიტანეთიდან 48 საათის განმავლობაში.
ნიდერლანდები კრძალავს სამგზავრო ფრენებს ბრიტანეთიდან არა უგვიანეს პირველ იანვრამდე.
იტალიამ ბრიტანეთის ყველა ფრენა 6 იანვრამდე შეაჩერა.
გერმანიამ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი ფრენა აკრძალა გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით.
რუსეთი ერთი კვირით აჩერებს ბრიტანეთიდან ფრენებს
ინდოეთი 31 დეკემბრამდე ყველა ფრენას წყვეტს ბრიტანეთის მიმართულებით
ჰონგ კონგმა, ისრაელმა, ირანმა, ხორვატიამ, მაროკომ და ქუვეითმა მიიღეს შეზღუდვები ბრიტანეთის მიმართულებით მოგზაურთათვის.
ლათინურ ამერიკაში, არგენტინაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ეკვადორში, სალვადორსა და პერუში აკრძალულია ფრენები დიდი ბრიტანეთიდან.