გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„სულ რაღაც შვიდ დღეში, ჩვენ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმენი გავხდით. კიდევ მრავალი მილიონისთვის, უკრაინის შიგნით, დროა, შეჩერდეს სროლა, რათა სიცოცხლის გადამრჩენი, ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელი გახდეს”, – ნათქვამია ფილიპო გრანდის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: