რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ:
რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე
ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს
ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა