„24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის ვირუსით დაინფიცირების რისკს", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორიმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ის ემხრობა შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას, თუმცა მიაჩნია, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
„ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა.
პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია - ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს.
შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.