H&M Group-ი შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთში გაყიდვები დროებით შეაჩეროს, - განცხადება ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„H&M Group-ი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მხარს უჭერს ყველა დაშავებულ ადამიანს. H&M Group-მა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს ყველა გაყიდვა რუსეთში. მაღაზიები უკრაინაში კი დროებით დაკეტილია მყიდველებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის