კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, თუმცა ვაქცინის ეფექტიანობაზე მას გავლენა არ ექნება

ჯანმოს COVID19-ის წინააღმდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება და დისტანცია და პირბადე ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია

მარია ვან კერხოვის განცხადებით, უნდა გავაგრძელოთ ყველა არსებული წესის დაცვა. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, არ დაგვავიწყდეს დისტანციის დაცვა და მაქსიმალურად შევამციროთ რისკი.

„ვირუსი მუტაციას განიცდის და ის ხშირად იცვლება. ეს ახალი არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დიდ ბრიტანეთთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე, რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას და რა ზომები უნდა მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება, მაგრამ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. დიდმა ბრიტანეთმა ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს მოგვაწოდა და მას შემდეგ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, - განაცხადა მარია ვან კერხოვმა.