სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენი-ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე იუწყება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაზე რუსეთის მთავრობის წინასწარ განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე, გლობალური პასუხის შესახებ და ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობად ოკუპაციაზე ესაუბრა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისთვის.


ამავე თემაზე

ენტონი ბლინკენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა

სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა