სინაგოგაზე თავდამსხმელს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

აღმოსავლეთ გერმანიაში გასულ წელს სინაგოგაზე თავდამსხმელს, გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. წერს Reuters-ი.

Stephen B-მ, რომელიც ონლაინ რეჟიმში აჩვენებდა თავდასხმას, დანაშაული და ულტრამემარჯვენე ფრთის მხარდაჭერა აღიარა.

ჰოლოკოსტის ისტორიის გამო, გერმანიაში განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მსგავსი დანაშაულები, ამის მიზეზად კი გერმანიის შს მინისტრი, მემარჯვენე რადიკალებს ასახელებს.

Reuters-ის თქმით, გასულ წელს მსგავსი დანაშაულების რიცხვი 13% -ით გაიზარდა“, - განაცხადა მაისში შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სამუდამო პატიმრობას გერმანიაში აქვს განუსაზღვრელი ვადა და მისი შეცვლა, შეიძლება ვადამდე პირობითი გათავისუფლებით,15 წლის შემდეგ.