შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ფორმით არ მეთქვა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია, რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ამავე თემაზე

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით