ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ასაჯაროებს.
მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ევროპის წამყვანმა სააგენტომ ნებართვა მისცა COVID 19-ის ვაქცინას, ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ კომისია სწრაფად იმოქმედებდა.
„ახლა ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად. დღეს საღამოს ველოდები ევროკომისიის გადაწყვეტილებას“, - დაწერა მან Twitter- ზე.