ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა.

იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება სურს.

ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება.

აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა.


ებრაელი ერის რელიგიის თანახმად, ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. ის აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა.