ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტი რუსეთიდან გერმანიაში გაფრინდა. იუწყება ისრაელის მედია. ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვიდან გერმანიაში გაფრინდა. ბენენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს შეხვდება. პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელი რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლს სთავაზობს.
ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება.
აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა.