რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, როსსელხოზნადზორი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როსსელხოზნადზორის ცნობით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის გაიმართა. ქართულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მედიის ცნობით, ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება.